ლარში გაცემული სესხები გაძვირდა, უცხოურ ვალუტაში - გაიაფდა
ლარში გაცემული სესხები გაძვირდა, უცხოურ ვალუტაში - გაიაფდა

A+ A-

15:31 25/09/2020

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,3%-დან 15,6%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, აგვისტოს მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,5%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16,9%-ს.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის აგვისტოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,5%-ს, წინა წლის აგვისტოში - 7,1%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 7,1%-დან, 6,9%-მდე შემცირდა.

წყარო: bpn