"ლელოს" "მარშალის გეგმა" მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს - რომან კაკულია
"ლელოს" "მარშალის გეგმა" მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს - რომან კაკულია

A+ A-

13:14 25/09/2020
„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს. ასე აფასებს “ლელოს“ ეკონომიკურ პროგრამას მმართველი გუნდის წარმოამდგენელი რომან კაკულია.
 
მისივე თქმით, მან მევახშეობის აკრძალვის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადების შინაარსი და მიზანი ვერ გაიგო.
 
"ხაზარაძის ამ განცხადების ვერც შინაარსი გავიგე და ვერც მიზანი. ზოგადად, მათი გეგმა გავს მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი, საიდანაც უნდა მოვიდეს თანხები, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს იმ მიზნების განხორციელება, რომელიც იქ წერია.
  
სურვილების დონეზე მგონი, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს დღეს დაწერო ის, თუ რა არის გასაკეთებელი.
  
ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთობლიობაში არ წარმოადგენს ამას, საუკეთესო შემთხვევაში პოპულისტია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, არ აქვს ცოდნა, თუ რასთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა კაკულიამ.
 
შეგახსენებთ, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მევახშეობის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.