სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით - უგულავა "ნაციონალებს"
სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით - უგულავა "ნაციონალებს"

A+ A-

23:25 23/09/2020

"ნაციონალური მოძრაობა" უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურება, როცა ქოცი ირაკლი ჩიქოვანის მსგავსად იკბინება. ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ემსგავსება.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჯალაღანია "კონფერენსიე" ზაალ უდუმაშვილისა და "კომკავშირელი" ირაკლი ჩიქოვანივით არ უყურებს ზუგდიდს.
უგულავა ჯალაღანიას ტელედებატებშიც იწვევს.

„ზალიკო უდუმაშვილი – ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს, კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე“,- წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, გუშინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანება "ძალა ერთობაშიამ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს. ზუგდიდის სამაჟორიტარო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, ექიმი დავით ჯალაღანია იბრძოლებს.