გური ამირხანაშვილი ახალი ჩვენებაში ადასტურებს, რომ "ტოიოტა ქამრიში" ძალით ჩასვეს
გური ამირხანაშვილი ახალი ჩვენებაში ადასტურებს, რომ "ტოიოტა ქამრიში" ძალით ჩასვეს

A+ A-

18:39 13/08/2020

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმეში ბოლო სამი ახალი ტომის შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება. ადვოკატებს გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი, პროკურორის ინფორმაციით კი, საქმეში არის გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილში ძალით ჩასვეს.

"რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებების მიღებაზე, რომელიც სავალდებულო იყო, რომ მათთვის ბრალდების მხარეს გადაეცა. მტკიცებულება კი უამრავია. ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში," - განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

ბრალდებულების ადვოკატები კი კვლავ იმაზე მიუთითებენ, რომ არ არსებობს საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს.

"შევეცდებით სასამართლოს ვესაუბროთ იმ თემებზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნიკა რევაზიშვილის მხრიდან რომელიმე დანაშაულის ჩადენას.

საქმეში არსებობს გურამ ამირხანაშვილის მორიგი შეცვლილი ჩვენება,"- აცხადებს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი. შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის ბრალი 5 პირს დაუმძიმდა.