ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო
ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო

A+ A-

18:15 13/08/2020

ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი ყველა გამოწვევას პასუხობს.

მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განხორციელდა.

შესაბამისად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შენარჩუნდება.

„ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკის გუნდთან ერთად მოვახერხეთ, რომ ბათუმის თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ტრანსფერი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არც ერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, ერთობლივი მუშაობით, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.