თბილისში მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადეს
თბილისში მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადეს

A+ A-

23:59 12/08/2020

თბილისში 48 წლის მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა.

არსებული ინფორმაციით, ის ეზოში მყოფ ბავშვთან მივიდა და ეუბნებოდა, რომ მამამისი იყო და მას უნდა გაყოლოდა, რა დროსაც ის მეზობლებმა შეამჩნიეს, მცირეწლოვანის დედას შეატყობინეს და პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ირკვევა, მამაკაცმა გზაზე მანქანა გააჩერა, თუმცა ბავშვის წაყვანა ვეღარ შეძლო, ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.