ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა
ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

18:03 10/08/2020

ესპანელ მსახიობს, მომღერალსა და პროდიუსერს, ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბანდერასის განცხადებით, მას ცოტა დაღლილობის შეგრძნება აქვს, სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობს.

„თავს კარგად ვგრძნობ, ცოტათი მეტად ვარ დაღლილი, ვიდრე ჩვეულებისამებრ. დარწმუნებული ვარ, სწრაფად გამოვჯანმრთელდები“, – განაცხადა ბანდერასმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ანტონიო ბანდერასი კარანტინში იმყოფება.