ევროკავშირი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს
ევროკავშირი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

A+ A-

16:55 10/08/2020

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ მან ბელარუსში 10 აგვისტოს ღამეს გამართული აქციის დროს მასობრივი დაკავებების კომენტირებისას განაცხადა.

"სანქციების განხილვა ერთ-ერთი ვარიანტი იქნება", - აღნიშნა ჩაპუტოვიჩმა.

მისივე თქმით, ყველაფერი სიტუაციასა და ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას, რომლითაც მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 80,23%-ით იმარჯვებს, მინსკსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და შემდეგ დაკავებები მოჰყვა.