გამოძიებას გოგი თოფაძის ოჯახი ჯერ არ დაუკითხავს
გამოძიებას გოგი თოფაძის ოჯახი ჯერ არ დაუკითხავს

A+ A-

15:50 04/08/2020

ოთახი, სადაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს, ამ დრომდე დალუქულია.

ამის შესახებ ბიზნესმენის შვილმა, ირაკლი თოფაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.

„პირველ დღეს იყვნენ, დალუქეს ყველაფერი, გასაღებიც წაღებული აქვთ. იქ, სადაც მოხდა ჩხუბი, დაკეტილია და იკვლევენ. დანარჩენი - ვინ დაარტყა, როგორ დაარტყა, არ ვიცი“,- განაცხადა ირაკლი თოფაძემ.

რაც შეეხება დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი თოფაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საკუთრ საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ბაბუის სახლში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბუსა ჟვანიამ დაჭრა.