კახეთში სტიქიის შედეგად, განადგურებულია ვენახები, დახოცილი შინაური ფრინველი, მოგლეჯილია ხეები
კახეთში სტიქიის შედეგად, განადგურებულია ვენახები, დახოცილი შინაური ფრინველი, მოგლეჯილია ხეები

A+ A-

10:29 04/08/2020

კახეთი სტიქიას ებრძვის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ სოფელ მსხალგორში ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ათეულობით ოჯახს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, განადგურებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

მოგლეჯილია მრავალწლოვანი ნარგავები.

დაიხოცა შინაური ფრინველიც.

სტიქიის გამო მსხალგორს შეუწყდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

ადგილობრივები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი, რომ ყოფილიყო ისინი არ დაზარალდებოდნენ.