ჩემი შეფასებით, ჯერ კორონავირუსის პირველი ტალღაც არ დამთავრებულა - მარინა ეზუგბაია
ჩემი შეფასებით, ჯერ კორონავირუსის პირველი ტალღაც არ დამთავრებულა - მარინა ეზუგბაია

A+ A-

12:57 01/08/2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მატება ვირუსის მეორე ტალღას არ ნიშნავს.

ეზუგბაიამ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კორონავირუსის მეორე ტალღას როდის ველოდებით, არ ვიცი. ჩემი აზრითა და შეფასებით, ჯერ პირველი ტალღაც არ დამთავრებულა. დაავადების მკვეთრი მატება სხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ“, – განაცხდა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოორნავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.