ეგვიპტეში, 3 მაისის შემდეგ, კოვიდინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ეგვიპტეში, 3 მაისის შემდეგ, კოვიდინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

A+ A-

11:03 01/08/2020

31 ივლისს ეგვიპტეში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 321 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 3 მაისის შემდეგ, ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია, - წერს Reuters-ი ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ქვეყანამ 1-ლი ივლისიდან საზღვრები უცხოელი ტურისტებითვის გახსნა. ამ დრომდე, ეგვიპტე არაა იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები „უსაფრთხო სიაში“ მოიაზრებს. აქ ვირუსი უკვე 93 757 ადამიანს დაუდგინდა, 4 774 კი გარდაიცვალა.