უგზოუკვლოდ დაკარგული 19 ქართველი, რომლებიც ამ დრომდე ინტერპოლმაც ვერ იპოვა
უგზოუკვლოდ დაკარგული 19 ქართველი, რომლებიც ამ დრომდე ინტერპოლმაც ვერ იპოვა

A+ A-

18:02 31/07/2020

ინტერპოლს წითელი ცირკულარის გარდა აქვს საერთაშორისო ცირკულარების სხვა სისტემებიც.

 

ყვითელი ცირკულარით ძებნის მიზანი დაკარგულ პირთა ადგილმდებარეობის დადგენა ან იმ პირთა იდენტიფიკაციაა, რომლებიც თავად ვერ ახერხებენ საკუთარი პიროვნების იდენტიფიკაციას.

 

ამჟამად ინტერპოლი უგზოუკვლოდ დაკარგულ საქართველოს 19 მოქალაქეს ეძებს.

 

1. ხანდაველი დემეტრე, დაბადების თარიღი 29.05.2017. დაიბადა თბილისში, გაუჩინარდა საფრანგეთში, ქალაქ გარჩეში, 2018 წლის 13 მაისს – 1 წლის შესრულებამდე 2 კვირით ადრე.

 

2. ბერიკაშვილი გიორგი, დაბადებული 02.07.1962 (58 წლის). გაუჩინარების ადგილი საბერძნეთი, ქალაქი პერამა. გაუჩინარდა 2017 წლის 2 ივლისს, 55 წლისა.

3. ალიევი გიორგი. დაბადების თარიღი 24.09.1996 (23 წლის). დაბადების ადგილი – რუსთავი. ეროვნება – ქართველი. გაუჩინარების თარიღი 2017 წლის 20 მარტი.

4.ნებაძე ჯემალი, დაბადების თარიღი 27.01.1976 (44 წლის). დაბადების ადგილი საქართველო, გაუჩინარდა 2016 წლის 5 აგვისტოს.

 

 

5.საღირაშვილი ნიკა, დაბადებული 04.1990 (30 წლის). გაუჩინარდა 2016 წლის 28 მაისს, გორში.

 

 

6.შავიშვილი დავითი. დაბადებული 1973 წლის 17 აგვისტოს, ქობულეთში. გაუჩინარდა დონეცკის რეგიონიდან, 2014 წლის 28 აგვისტოს, 41 წლისა.

 

8.სტეფლიანი გოპალი, დაბადებული 1979 წლის 5 მაისს, გულრიფშში. გაუჩინარდა 2014 წლის 28 აგვისტოს, დონეცკის რეგიონიდან. როგორც ჩანს, ის დავით შავიშვილთან ერთადაა გაუჩინარებული.

 

8. დარეჯან დიასამიძე, დაბადებული 1996 წლის 19 დეკემბერს. გაუჩინარდა 2013 წლის 7 აგვისტოს, 16 წლისა, ხელვაჩაურიდან. მე-12 კლასის მოსწავლე ღამით ბიძის ოჯახში დარჩა. დილით სახლში ბრუნდებოდა. ის დაახლოებით ერთკილომეტრიან გზაზე, სოფლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში დაიკარგა. 

 

9. ლაცაბიძე ზაზა, დაბადებული 1975 წლის 7 დეკემბერს, დაიკარგა 2012 წლის მარტში.

 

 

10. კაკაშვილი მალხაზ, დაბადებული 1961 წლის 28 დეკემბერს, გაუჩინარდა 2011 წლის 25 მაისს, 49 წლისა.

 

11. ვლადიმერ ხოშბექიანი, დაბადებული 1955 წლის 25 იანვარს, გაუჩინარდა ადიღეის რესპუბლიკიდან 2011 წლის 28 იანვარს, 56 წლისა.

 

12. გიორგიძე ნათია, დაბადებული 1991 წლის 2 ოქტომბერს, გაუჩინარდა 2010 წლის 31 ოქტომბერს, ქუთაისიდან. ნათია გიორგიძის დედა, რუსუდან გიორგიძე ამბობს, რომ მისი შვილი ბოლოს თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს:

კვირის პალიტრა - ქალი, რომელმაც ... 

2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისელი 19 წლის ნათია გიორგიძე შინიდან მეგობრის შესახვედრად გავიდა. ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვ­რები გოგონა უკანასკნელად სათვალთვალო კამერამ პუშკინის ქუჩის ჩიხთან დააფიქსირა. შებინდებისას იმავე ჩიხიდან გამოვიდა შავი X5-ის მარკის ავტომობილი, რომლის სანიშნე ნომერი კამერაზე არ ჩანს. დედა ეჭვობს, რომ გოგონა სწორედ იმ ავტომობილით გაიტაცეს… იმის გამო, რომ ჩიხი მდინარე რიონთან ჩადის, სამართალდამცველებმა­ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრეს. გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ რიონის პირას ნათიას პირადობის მოწმობა იპოვეს.

ორი წლის შემდეგ დედამ შემთხვევით გაიგო, რომ ნათია ცოცხალია, თუმცა სად არის, გაურკვეველი დარჩა… 

2012 წლის ივლისში ბაღდათელი, ვინმეაზა მინდელი კონკრეტულმა პირებმა­ საბე­რ­ძ­ნ­ეთში არალეგალურად გადაიყვანეს.­ გზად, თურქეთ-საქართველოს საზღვარ­ზე, ედირნეს ოლქში, სასტუმრო „მერჯანში“ გაჩერდნენ. აზამ მეუღლეს დაურეკა და შეშფ­ოთებულმა­ უთხრა, – სასტუმროში­ ცუდი ამბები ხდება. თუ აქედან გამოვაღწიე, ბევრს ცუდად წაუვა საქმე, სასტუმროში ქართველი გოგონა, ნათია გიორგიძე ჰყავთო. ამასობაში ქმარმა ყვირილი გაიგონა და საუბარიც­ შეწყდა. როგორც ჩანს, ქალს ტელეფონი­ წაართვეს. მას შემდეგ კოტე მინდელი მეუღ­ლ­ეს ვეღარ დაუკავშირდა და დახმარება პოლიციას სთხოვა. რამდენიმე დღეში კი შეატყობინეს, რომ ქალმა თავი მოიწამლა. 

რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის­ დედა:  

–  იმ ავადსახსენებელ დღეს შინიდან დღის 12 საათზე გავიდა. ერთ საათში დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ყველგან მოვიკითხეთ და ვერსად რომ ვერ მივ­აგენით, პატრული გამოვიძახეთ. იმავე საღ­ამოს, დაახლოებით 23 საათზე, ნათიას ტელეფონი ჩაირთო და მალევე გაითიშა.ნათია 31 ოქტომბერს დაიკარგა, 21 ნოე­მბერს ამავე ჩიხში მცხოვრებმა მისი პირადობის მოწმობა იპოვა. 

უცნაურია, მოწმობა მთელი თვე ეგდო მიწაზე და შელახულიც არ იყო. სამაშველო სამსახურმა გაუჩინარებიდან 48 საათის შემდეგ იქაურობა დაათვალიერა, რამდენჯერმე რიონიც დააშრეს და მაშინ საბუთი ვერავინ ნახა? სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ნათია როგორ შედის ჩიხში.პირადობის მპოვნელმა განაცხადა, რომ საბუთში მითითებ­ული გვარ-სახელის ძებნა სოციალურ­ ქსელში დაუწყია. ბაღდ­ათში მოუძებნია ვიღაც ნათია გიორგიძე და მისთვის უკითხავს, პასპორტი ხომ არ დაგიკარგავსო. მოგვიანებით სამარშრუტო ტაქსით ბაღდათში გავემგზავრე. ტაქსიში ორი ქალბატონის საუბარს მოვკარი ყური. ჰყვებოდნენ, საბერძნეთში სამუშაოდ მიმავალ ბაღდათელ აზა მინდელს თურქეთ-საბერძნეთის­ საზღვართან სასტუმროში ქუთაისელი გოგონა,­ ნათია გიორგიძე შეხვედრია, რომელსაც უთხ­ოვია, იქნებ ჩემებს გააგებინოთ, რომ აქედან გამაღწევინონო. ეს ყველაფერი აზას ქმრისთვის უთქვამს ტელეფონით. როგორც ქალების საუბრიდან შევიტყვე, რამდენიმე დღეში აზას მეუღლეს შეატყობინეს, თქვენმა მეუღლემ თავი მოიწამლა და საავადმყოფოშიაო. ბოლოს გაირკვა, რომ ქალბატონი გარდაიცვალა… ამ ქალბატონებს მინდელების მისამართი გამოვართვი… მისმა მეუღლემ, კოტე მინდელმა დამიდასტურა­ ეს ინფორმაცია, თუმცა­ მოგვ­იანებით უარყო… მივმართე სამართალდამცველებს, მიპასუხეს, – ეს საკმარისი მტკიცებულება არ არისო.

ცნობილია ქვეყანა, ოლქი, სოფელი, სასტუმრო, სადაც გოგონა იმყოფებოდა 2012 წელს, ასევე ცნობილი გახდა, რომ გოგონას პირადი მობილური ტელეფონი იმავე ღამეს ჩაირთო რამდენიმე წამით, ცნობილია სავარაუდო გადამყვანის სახელი­ (ქეთინო), მაგრმ ნათიას შესახებ დღემდე არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნა. 

13. ხახალეიშვილი გოგა, დაბადებული 1977 წლის 17 ოქტომბერს. გაუჩინარდა 2010 წლის 16 იანვარს, 32 წლისა. 

 

14. მიკუტიშვილი ანა, დაბადებული 1988 წლის 21 მარტს. გაუჩინარდა 2007 წელს, თავსსავე დაბადების დღეზე. 

15. ჩიხლაძე მაია, დაბადებული03.1962. დაიკარგა 2005 წლის 17 ივნისს, ათენიდან, 43 წლისა. 

 

16. ნუგი დვალიშვილიდაბადებული 1994 წლის 29 აგვისტოს. დაიკარგა 2004 წლის 20 აგვისტოს, 9 წლისა. 

 

17. მარიამ გოგიჩაიშვილი, დაბადებული 1987 წლის 18 ივლისს. დაიკარგა 2002 წლის 24 ივლისს, 15 წლისა.

 

 

18. თამარა ჯავანი, დაბადებული 1990 წლის 21 ნოემბერს, დაიკარგა 1997 წელს,6 წლისა. 

 

19. გიორგი ჯავანი, დაბადებული 1989 წლის 17 აგვისტოს. დაიკარგა 1997 წელს, 7 წლისა.

წყარო:"პრაიმტაიმი"