2020NEWS VS ბარამიძე - ვინ ვისზე "ვაჟკაცია"?
2020NEWS VS ბარამიძე - ვინ ვისზე "ვაჟკაცია"?

A+ A-

17:12 31/07/2020

2020NEWS VS ბარამიძე  - ვინ ვისზე „ვაჟკაცია“, ანდაც - ვინ ქოცია, ვინ ნაცი? - ამ დაპირისპირებამდე მივიდა საინფორმაციო სააგენტოსა და „ნაცმოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაპირისპირება ერთი სტატიის გამო.

გუშინ, 30 ივლისს, „ტვ  პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „2020NEWS“-ის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა და სააგენტოს „ქოცების მედიასაშუალება’’ უწოდა.

ამ ფაქტის შესაფასებლად, სააგენტო დაუკავშირდა ბრალმდებელი პოლიტიკოსსაც და მის თანაპარტიელსაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს.

დეკანოიძე თვლის, რომ მედიასთან გაუგებრობა არ უნდა ქონდეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას.

-გუშინ ტვ პირველის“ ეთერშიერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო 2020NEWS-ის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, თითქოს სააგენტოქოცების’’  მიერ იმართება, რა კომენტარს გააკეთებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

-წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი გიამ რა თქვა და რატომ. პირველად მესმის თქვენგან.

-იყო პირდაპირი მითითება იმისა, თითქოს, სააგენტო არისქოცების.

-ვწუხვარ რომ ასეთი გაუგებრობა მოხდა, არც მინახავს გიას გადაცემა და არ ვიცი, მან რა თქვა, ვერ ვხვდები, რა კონტექსტში თქვა. მედიასთან გაუგებრობა ნამდვილად არ უნდა იყოს“.

თავად ბარამიძესთან საუბარში კი ირკვევა, რომ მას სააგენტოს ხელისუფლებასთან კავშირის დამადასტურებელი არც ერთი სერიოზული მტკიცებულება და არგუმენტი არ აქვს, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის სააგენტოს მიერ მხოლოდ მასზე გავრცელებული ინფორმაცია განსაზღვრავს სააგენტოს „ქოცობას“. ცოტა უხერხულია, მაგრამ ასეა!

-გუშინ ტვ პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში, თქვენ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო 2020NEWS-ის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერეთ, რითი დაასაბუთებთ ამ ბრალდებას?

-ქოცური მესიჯი იყო, ტყუილს საუბრობთ, საერთოდ არ დაგვიწყია სიების განხილვა და საიდან მოიტანეთ, რომ სიაში გიორგი ბარამიძე ვერ მოხვდებოდა?

-ჟურნალისტებს ჩვენი წყარო გვყავს, ინფორმაცია გადამოწმებულიც იყო თქვენი ფრაქციის ლიდერთან, თანაც გამსვლელ ადგილებზეა საუბარი და არა - საერთოდ სიაში მოხვედრაზე.

-წყარო შეიძლება გყავდეთ, როდესაც ვიღაცამ რაღაცა გამოიტანა შიდა განხილვიდან გარეთ, მაგრამ როდესაც ვიწრო წრეშიც კი არ განგვიხილავს ეს საკითხი, საიდან უნდა იცოდეთ, ვინ იქნება საარჩევნო სიაში და ვინ არა?!

-თქვენ რის რაფუძველზე ასკვნით ჩვენი სააგენტოსქოცობას, თქვენ რა იცით, ჩვენ საიდან რა ვიცით?

-მტკნარ ტყუილს როცა გამოაქვეყნებს, ზუსტად იმავე საქმიანობით არიან „ქოცები’’ დაკავებულები, ანუ მტკნარი ტყუილის გავრცელებით. ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება ნამდვილად მაქვს, რადგან თქვენ გამოაქვეყნეთ ქოცური სიცრუე.

-მხოლოდ ეს ერთი ფაქტი და თქვენი პირადი მოსაზრებები ადასტურებს 2020NEWS-ის  „ქოცობას’’?

-ჩემთვის კი, ეს კონკრეტული ფაქტი აღნიშნავს თქვენს ქოცობას. აბსოლუტურად დიდ პატივს ვცემდი თქვენს ნებისმიერ ინფორმაციას, ამ თემაზე განხილვაც რომ ყოფილიყო და ეს იქნებოდა თქვენი „ვაჟკაცობა’’, რადგან მოიპოვებდით შიდა წრეში ნათქვამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ასე არ იყო, განხილვა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

ახლა ჩვენი „ვაჟკაცობის“ შესახებ და მერე იმის თაობაზეც მოგახსენებთ, სიაში საერთოდ ჩაწერასა და გამსვლელ ადგილებზე მოხვედრას შორის, რატომ ვერ ხედავს განსხვავებას „შეუდრეკელი“  პოლიტიკოსი.

ის საკითხი, რომ „ნაცმოძრაობაში“ სია დევს და ამ სიას უბრალოდ, ბარამიძემდე არ მიუღწევია, ზუსტად იმის გამო, ის გამსვლელ ადგილზე არც მოიაზრება, ამას სააგენტოს სამი წყარო უდასტურებს, მათ შორის, ისიც, რომელსაც სიაში კონკრეტული ადგილი შესთავაზეს. „ვწუხვართ“, ჩვენ ჩვენი „ვაჟკაცობით“, ამის გაგება რომ მოვახერხეთ, ზუსტად ბარამიძისეული ფორმულით და მას ამის დაჯერება არ უნდა. ექსდეპუტატი, ალბათ, უფრო იმის ვერ იჯერებს, თავად მას პარლამენტში რეალურად შემსვლელთა სიაში არ მოიაზრებენ.

უფრო მეტიც, რომ არ მოიაზრებენ, ამას ადასტურებს ისიც, სია არსებობს, მან კი ამის შესახებ არც იცის. თუმცა, ეს მისი პრობლემაა, შესაბამისად, აქ ნაწილობროვ იხსნება ჩვენი პრობლემა, როცა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მედიასაშუალებისთვის "იარლიყის“ მიკერებას ცდილობს, მხოლოდ პირადად მის მიმართ გაჟღერებული ინფორმაციით, თითქოს, სააგენტომ არ ჩასვა გამსვლელ სიაში, ანდაც რამე მოატყუა..

უფრო მეტიც, ამ დაუსაბუთებელი ბრალდებების მთავარი არგუმენტად ბარამიძეს მიაჩნია, რომ ყველა ქოცია, ვინც მის პერსონას დაუპირისპირდება, ამავდროულად, ის ვერ გაურკვევია, საერთოდ სიაში ჩასმაზეა საუბარი თუ გამსვლელ ადგილებზე.

„იარლიყებით“ კინკლაობა მედიასაშუალებასთან, თანაც სხვა მედიასაშუალების ეთერის გამოყენებით, „ვაჟკაცური“ საქციელი რომ არაა, წესით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს უნდა ესმოდეს. და ისიც უნდა ესმოდეს, რომ მედიასთან დაწყებული ომი, მედიის გამარჯვებით სრულდება. საერთოდაც არც ერთმა პოლიტიკოსმა, თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომელიმე მედიასაშუალება რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ სივრცეში „გამოკეტოს“ და პირადი მოსაზრებებით, „ლაფი“ ასხას, ეს თავად პოლიტიკოსის გაუწონასწორებელ და დაუფიქრებელ ქმედებაზე მიუთითებს, რადგან პოლიტიკას აქვს თმენის ვალდებულება, თანაც მაშინ, როდესაც პიროვნულ შეურაცხყოფას არავინ აყენებს და პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი.

და ბოლოს, ბატონო გიორგი, სხვა მედიასაშუალების ეთერში დაჯდომას და იქიდან „ქოცებივით ცრუ ინფორმაციის“ გაჟღერებას, სჯობდა, სააგენტოშივე გადაგემოწმებინათ, თუ გავრცელებულ სტატიასთან ან სააგენტოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაიმე კითხვა გაგიჩნდათ,  ამას ნამდვილად ჩაგითვლიდით „ვაჟკაცობაში“!

შეგახსენებთ, რომერთიანი ნაციონალური’’ მოძრაობის წევრის ეს ბრალდება და თავდასხმა გამოიწვია 2020NEWS-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სადაც  სააგენტოს რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის და მასთან არსებული კოალიციის გამსვლელ ადგილებზე ვერ მოხვდებიან  დეპუტატები -სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავამათ ბედს გაიზიარებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გიორგი ბარამიძეც

ხატია მამულია

რუსა მუმლაძე