გიორგი რურუას შეწყალების თაობაზე დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება
გიორგი რურუას შეწყალების თაობაზე დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება

A+ A-

17:06 31/07/2020

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუასათვის პატიმრობის მისჯისა და დასავლელი პარტნიორებისგან მისი შეწყალებისაკენ მოწოდებების შემდეგ, „ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივანისთვის, ირაკლი კობახიძისათვის მიუღებელია ის განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების დანაწილებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ,რომ 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე დააკავეს, ამა წლის, 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.