რაჭაში ხუთ სოფელთან შემოვლითი გზით კავშირი აღდგენილია
რაჭაში ხუთ სოფელთან შემოვლითი გზით კავშირი აღდგენილია

A+ A-

11:49 31/07/2020

სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ამ დროისათვის  5 სოფელთან  შემოვლითი გზებით გადაადგილება უკვე შესაძლებელია.  დღის ბოლოს შესაძლებელი იქნება 8 სოფელთან დაკავშირება. ჯერჯერობით სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება დიდსა და პატარა ღებში, შოვში, გლოლასა და წიორაში. ალტერნატიული სისტემებით უკვე აღდგენილია ონის წყალმომარაგება.

უკვე აღდგა 10 სოფლის ელექტროენერგიით მომარაგება, გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობას საკვები, საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი ვერტმფრენებით მიეწოდება. სტიქიის ზონიდან 211 მოქალაქეა გამოყვანილი. ზარალის ოდენობა დაახლოებით 50 მლნ ლარია.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გიორგი გონაძის განცხადებით, სავარაუდოდ, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შოვსაც აღუდგება.

შეგახსენენთ, რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და მიმდებარე სოფლები დატბორა. სტიქიის შედეგად მიყენებული  ზარალი,  წინასწარი გათვლებით, 50 მილიონ ლარს აღემატება.