გვაქვს თუ არა საქმე ნეპოტიზმთან? - ჯანეზაშვილი პრეზიდენტის დანიშნულ არამოსამართლე წევრზე
გვაქვს თუ არა საქმე ნეპოტიზმთან? - ჯანეზაშვილი პრეზიდენტის დანიშნულ არამოსამართლე წევრზე

A+ A-

11:01 31/07/2020

იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის დანიშნულ ახალ არამოსამართლე წევრთან  მოქმედ წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ერთი კითხვა აქვს - არის თუ არა თამარ ღვამიჩავა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ერთ-ერთი წევრის ნათესავი და საქმე გვაქვს თუ არა ნეპოტიზმთან? 

კითხვა მაქვს საბჭოს ახალ წევრთან, თამარ ღვამიჩავასთან, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა, არის თუ არა ის კლანის ერთ-ერთი წევრის ნათესავი? ‘’ - ამის შესახებ Facebook-გვერდზე  პოსტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აქვეყნებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომა დღეს 31 ივლისს  15 საათზეა ჩანიშნული. სხდომა სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის. 

ცნობისთვის, თამარ ღვამიჩავა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრად 23 ივლისს დანიშნა. ღვამიჩავამ ჩაანაცვლა ანა დოლიძე, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკაში წასვლის შემდეგ დატოვა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს 4 წლის ვადით ირჩევენ.