აღიარონ, რომ გამოძიება მოიკოჭლებდა, რათა სისტემა არ აქოთდეს - ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე
აღიარონ, რომ  გამოძიება მოიკოჭლებდა, რათა სისტემა არ აქოთდეს - ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე

A+ A-

10:23 29/07/2020

ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება თავიდან მოიკოჭლებდა და საგამოძიებო სისტემიდან ამ საქმეზე ვიღაც უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.  

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ სისტემა მთლიანად „არ აქოთდეს“. 

„არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს. უფრო პირიქით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სისტემის ფსკერზე ვიღაცამ რაღაც "მოისაქმა" და ახლა უკვე ჭირს გასუფთავება ისე, რომ სისტემა სრულად არ აქოთდეს.  

მიმდინარე გეგმა, რომ ხელი შეახოცონ ოპოზიციურ მედიას და ამით "მოაყომარონ" ყველაფერი, არ იმუშავებს. 

რჩევა ხელისუფლებას: 

აღიარონ, რომ პირველ ეტაპზე გამოძიება მოიკოჭლებდა და გამოძიებიდან და ექსპერტიზიდან ვიღაცა დაისაჯოს. გულგრილობისთვის, თუ ბოროტად გამოყენებისთვის, ეს უნდა დადგინდეს. 

პოლიტიკურად ეს სწორი გზაა, თუ უკვე საბოლიოდ არ არიან სისტემის მძევლად ქცეულები“, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.