ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება - ლევან ბერძენიშვილი
ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება - ლევან ბერძენიშვილი

A+ A-

14:05 28/07/2020

ლევან ბერძენიშვილის ლექციები ახალგაზრდებში და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ცოტა ხნის წინ, ქსელში მისი მორიგი ლექცია გავრცელდა, სადაც “ალუდა ქეთელაურს” განიხილავს.

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ჟას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ის ამ­ბობს, რომ მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა ქრის­ტეს­თვის გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, ხოლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის – გა­უ­გე­ბა­რი.

“ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი რა­ზეა?! ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი სხვა­თა შო­რის იმა­ზეა, რა­ზეც არა­ვინ არას­დროს ლა­პა­რა­კობს, იმა­ზეა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის სწო­რი მო­ძღვრე­ბა. ამა­ზეა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! არა­ვის არ უნდა ამის და­ნახ­ვა, ზოგ­ჯერ რა­ღაც უნდა და­ვი­ნა­ხოთ.

ვა­ჟას გმი­რი მი­ვი­და ბო­ლოს იმ დას­კნამ­დე, რომ მუ­ცალს უნდა შეს­წი­როს შავი კუ­რა­ტი, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ მუ­ცა­ლი არის მუს­ლი­მი, მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა არ არ­სე­ბობს.

სხვა­თა შო­რის, კი­თხვა მაქვს, მარ­თლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ არ არ­სე­ბობს მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა?! სა­ი­დან იცით?!

იცით, რას გე­ტყვით? სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ქრის­ტემ უთხრა მარ­ჯვე­ნა ავა­ზაკს, მე რომ იქ მო­ვალ, შენ იქ დამ­ხვდე­ბიო. ავა­ზა­კი ცხონ­და. ახლა არ მი­თხრათ, რომ ავა­ზა­კი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და და ბავ­შვო­ბა­ში პატ­რი­არ­ქმა მო­ნათ­ლა. არა, ავა­ზა­კი იყო, კა­ცებს კლავ­და. ჯვარ­ზე და­ი­ნა­ხა ქრის­ტე და იქ აღი­ა­რა და ის აღი­ა­რე­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა.

მუს­ლი­მიც ცხონ­დე­ბა, თუ სა­ჭი­როა, მა­მათ­მა­ვა­ლიც ცხონ­დე­ბა და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩიც შე­იძ­ლე­ბა სა­მო­თხე­ში დაგ­ხვდეთ. ასე რომ, არ არის ეს ასე მარ­ტი­ვად რო­გორც ჩვე­ნი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გვაწ­ვდის. მათ შო­რის არის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც სა­ხა­რე­ბა არ აქვთ წა­კი­თხუ­ლი, ან ვერ ხვდე­ბი­ან იქ რა წე­რია.

ვაჟა ფშა­ვე­ლამ კი თქვა, აი, ბა­ტო­ნო კუ­რა­ტი, აი, შევ­წი­რე. თემ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ლი­გი­უ­რი და სა­თე­მო ხე­ლი­სუ­ფა­ლი ერთი კა­ცია და ხე­ვის­ბე­რი ჰქვია. ხე­ვის­ბე­რი გა­ფით­რდა (გუ­ლის­ხმობს “ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი­დან“ იმ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ალუ­და ხე­ვის­ბერ­თან მუ­ცა­ლი­სად­მი შე­სა­წი­რი კუ­რა­ტით მი­დის) იმი­ტომ, რომ, რა­საც ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი სთა­ვა­ზობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმ მო­ძღვრე­ბის­თვის, რო­მელ­საც იგი წარ­მო­ად­გენს.

ქრის­ტეს­თვის ეს გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა. ეუბ­ნე­ბა ხე­ვის­ბე­რი ალუ­დას, შენ თვი­თონ ურ­ჯუ­ლოვ­დე­ბი იმით, რა­საც ახლა აკე­თე­ბო.

მა­შინ ალუ­დამ თქვა, თქვენ არ გცოდ­ნი­ა­თო და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის სი­ტყვებს – “ღვთის­შვილთ უკე­თეს იცი­ან“. ღვთის შვი­ლე­ბი ვინ არი­ან? ეს არის ჩვე­ნი წარ­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი რე­ლი­გია, რო­მე­ლიც გვქონ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე, აი, იმათ თურ­მე უკე­თე­სად სცოდ­ნი­ათ ეს სა­კი­თხი, ცხო­ნე­ბის სა­კი­თხი.

ალუ­დამ თვი­თონ დაკ­ლა კუ­რა­ტი. ვაჟა ფშა­ვე­ლას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ჩვენ რას გვას­წავ­ლის მო­ძღვრე­ბა – მგე­ლი იყა­ვიო. შუ­შა­ნი­კი პირ­და­პირ ამ სი­ტყვით ამ­ბობს ვარ­სქენ­ზე “მგე­ლი იგი მო­ვი­და“.

რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში? – ერთი იყო ქრის­ტი­ა­ნი, მე­ო­რე იყო მაზ­დე­ა­ნი, ერთი იყო ახა­ლი ქარ­თუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და მე­ო­რე იყო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ძვე­ლი, ძი­რძვე­ლი, ეროვ­ნუ­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სწო­რედ მაზ­დე­ა­ნო­ბა იყო და არა ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ისე, რო­გორც ახლა ძვე­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა და კა­რებ­ზე რომ გი­კა­კუ­ნებს ია­ღო­ვე­ლი და გე­უბ­ნე­ბა, ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თზე ვი­ლა­პა­რა­კო­თო, თა­ვა­ზი­ა­ნი კაცი თუ ხარ, თა­ვა­ზი­ა­ნად ეუბ­ნე­ბი, და­მა­ნე­ბე თავი, თუ შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, თუ არ ხარ თა­ვა­ზი­ა­ნი, შე­მო­იყ­ვან სახ­ლში ან სცემ, ან რა­მეს უზამ. ამის ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვაჟა-ფშა­ვე­ლამ გვი­თხრა, რომ თქვენ არ გეს­მი­თო. ძა­ლი­ან ხში­რა­დაა ლა­პა­რა­კი, რომ შე­ჯა­ხე­ბა არის პი­როვ­ნე­ბა­სა და თემს შო­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო და ეს არ არის მარ­თა­ლი. არა­ნა­ი­რი შე­ჯა­ხე­ბა არ არის. თემს ეზი­ზღე­ბა ალუ­და, ალუ­დას არ ეზი­ზღე­ბა თემი, ამა­შია მისი ძალა და გან­სხვა­ვე­ბა“, – ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.