უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

13:45 28/07/2020

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 919-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 13 პაციენტი ემსხვერპლა.

28 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია 66 575 შემთხვევა და გარდაცვალების 1 629 ფაქტი. ვირუსისგან განკურნება შეძლო 46 744-მა ადამიანმა.