ევროკავშირის საზღვრები მინიმუმ 2 კვირა დახურული იქნება - "ბლუმბერგი"
ევროკავშირის საზღვრები მინიმუმ 2 კვირა დახურული იქნება - "ბლუმბერგი"

A+ A-

10:07 28/07/2020

ევროკავშირის საზღვრები მინიმუმ ორი კვირა დახურული იქნება, ხოლო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან რამდენიმე ქვეყანას ამოიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ევროპელი მაღალჩინოსნები ამბობენ, ევროკავშირი აპირებს, წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალოს კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოები ამჟამად იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა შეუძლიათ.

მათ გარდა, ამ სიაში არის საქართველო, ალჟირი, ავსტრალია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ვრცელდება ცნობა, რომ სიიდან შეიძლება ამოიღონ ალჟირი და მაროკოც.