დღეიდან ღია ცის ქვეშ კონცერტები დაშვებულია - ნათია თურნავა
დღეიდან ღია ცის ქვეშ კონცერტები დაშვებულია - ნათია თურნავა

A+ A-

14:10 21/07/2020

დღეიდან უკვე დაშვებულია ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რეკომენდაციები განსაკუთრებული სიფრთხილით დაიცვან.

„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შესუსტებას. ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება. არ დაგვავიწყდეს რომ რეკომენდაცია არის 100 კაცზე მეტი ადამიანი არ იყრიდეს თავს და არ მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში. რასაკვირველია, სხვა აუცილებელი რეკომენდაციებიცაა, რაც ჯანდაცვის პროტოკოლითაა გათვალისწინებული. მთლიანობაში უკვე ღია ცისქვეშ ასეთი სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები არის დაშვებული. ვიცი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის და დასაქმებულებისთვის. მათ შორის არიან ფოტოგრაფები, მუსიკოსები, ივენთ მენეჯერები, სატრანსპორტო კომანიები, რესტორნები, სასტუმროები, დღეიდან უკვე გარკვეული სიფრთხილის დაცვით შეგვიძლია ამ საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.