"ღმერთთან და გიოსთან მართალი ვარ, თქვენ კი - იქნებ გვაცადოთ გლოვა" - შაქარაშვილის მეგობარი
"ღმერთთან და გიოსთან მართალი ვარ, თქვენ კი - იქნებ გვაცადოთ გლოვა" - შაქარაშვილის მეგობარი

A+ A-

18:00 16/07/2020

"როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით...გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს", - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი მარიამ ხატისკაცი წერს.

ხატისკაცი საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, რომლებმაც შაქარაშვილის მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების გამო, გოგონა გააკრიტიკა.

ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილი ხატისკაცსაც მოსწონდა, თუმცა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ერთმანეთს ხატისკაცის ინიციატივით დაშორდნენ. გიორგის კი იმ დაბადების დღეზე წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ იცოდა, იქ მარიამი იქნებოდა.

„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.

ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!

ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.

გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს", - წერს ხატისკაცი.