სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს - ილჰამ ალიევი
სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს - ილჰამ ალიევი

A+ A-

20:51 13/07/2020

განახლებულია თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ სომხეთის მორიგი პროვოკაცია აღკვეთილი იყო, მოწინააღმდეგემ კი ადეკვატური პასუხი მიიღო. "ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე შური ვიძიეთ. სომხური მხარის ყველა მცდელობა ჩავარდა. აზერბაიჯანმა სახელმწიფო საზღვარი დაიცვა, სომეხმა ჯარისკაცებმა კი აზერბაიჯანის მიწაზე შემოსვლა ერთი სანტიმეტრითაც ვერ შეძლეს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საზღვარზე არსებული სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება.

"გუშინ ღამე მე კავშირზე ვიყავი ყველა შესაბამის სტრუქტურასთან და სარდლობასთან. დღეს დილით მე ოპერატიული ინფორმაცია მაცნობეს. სიტუაცია საზღვარზე არ დასტაბილურდა. მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. სწორედ სომხეთის ხელმძღვანელობის ორპირობისა და ფარისევლური ქმედებების გამო ხდება ასეთი ინციდენტები.

ერთის მხრივ, ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და ჯარების კვეთის ხაზზე ცეცხლის შეკვეთის რეჟიმის გაძლიერებისთვის დახმარებას ითხოვენ, მეორე მხრივ ჩვენს სოფლებს და სამოქალაქო მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, სამხედრო პროვოკაციებს აწყობენ, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე თავდასხმა და ჩვენი პოზიციების მიტაცება სურთ. ამ ბინძურ პოლიტიკას სომხეთი უფსკრულისკენ მიჰყავს. მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის ხელმძღვანელობას ეკისრება. აზერბაიჯანი საკუთარ საზღვრებს და ტერიტორიული მთლიანობას დაიცავს. დამანგრეველი დარტყმები, რომელიც მტერს გუშინ დღისით და დღეს ღამე მივაყენეთ, კიდევ ერთხელ ამას ადასტურებს. გარდაცვლილ სამხედროებზე შურისძიება მოხდა, მათი სისხლი არ დარჩა და არ დარჩება მიწაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხური მხარის ეს ბინძური ქმედებები მის აგრესიულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

"მთავრობის ეს ქმედება არ ჯდება ლოგიკაში და თავად სომხეთისთვის წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი საკუთარი ტერიტორიების ოკუპაცია არასოდეს შეეგუება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას უკვე მიაწოდეს. ალიევის თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, აზერბაიჯანი უცხოელ სამხედროებს მოიწვევს, რათა ისინი დარწმუნდნენ, ვინ დაიწყო პროვოკაცია.

"თავისი თვალით ნახონ, ვინ მოაწყო ეს სამხედრო პროვოკაცია, რა მოხდა ამ სამხედრო პროვოკაციის შედეგად და ვინ არის პასუხისმგებელი სიტუაციის ესკალაციაზე", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.