აშშ-ში კორონავირუსის 24 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში კორონავირუსის 24 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

16:48 06/06/2020

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსის 24 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 1.8 მილიონს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 921 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 109 ათასს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.