პარტნიორები ივანიშვილის წინააღმდეგ, კონკურენტები არჩევნებში - გოცირიძის დანახული პოლიტრეალობა
პარტნიორები ივანიშვილის წინააღმდეგ, კონკურენტები არჩევნებში - გოცირიძის დანახული პოლიტრეალობა

A+ A-

19:02 03/06/2020

გაერთიანებული ოპოზიცია მოლაპარაკების გადამწყვეტ ეტაპზეა და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევ ერთმანეთის პარტნიორები არიან.

ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარენ, რომან გოცირიძემ განაცხადა.,

როგორც გოცირიძე აცხადებს, ოპოზიციაში  უკვე შეთანხმდნენ მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერაზე.

კითხვაზე - ხომ არ დაკარგა მნიშვნელობალეიბორისტული პარტიისეზოში მოლაპარაკებებმა, გოცირიძე პასუხობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობს, თუმცა პარტიები პარტნიორები არიან  - ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ყველაფერი მიდის კარგად. პარტიები შეთანხმდნენ მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერაზე  და მიდის კონსულტაციები მაჟორიტარული ოლქების გარკვეულ ნაწილში საერთო კანდიდადტის დასაყენებლად.

პარტიები პარტნიორები არიან ივანიშვილი წინააღმდეგ და კონკურენტები არევნებში. ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება“, - განაცხადა გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრისა და პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილი აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შეძლებს წესიერი და ღირსეული კანდიდატების დაყენებას 30 მაჟორიტარულ ოლქში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დისონანსი მმართველი გუნდის ოპონენტების რიგებში მოძრაობა  „ლელომ“ შეიტანა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ „ლელოს დადებას მარტო აპირებენ“ და პარტია ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

ცნობისთვის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ვინაიდან ოპოზიცია მაჟორიტარების თაობაზე ვერ თანხმდება, შესაძლოა მათ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდონ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა მოსალოდნელია, რომ ოპოზციამ „ხალხი გადააგდოს“.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები 4 ივნისიდან დაიწყება. ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

საარჩევნო ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება; მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს

30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში; მოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.

მარიამ მაჭარაშვილი