ტყუილია, გახარია არ მიდის, ასეთი რამ არ გამიგია - კალაძე
ტყუილია, გახარია არ მიდის, ასეთი რამ არ გამიგია - კალაძე

A+ A-

15:24 03/06/2020

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პოსტისდან გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით,  თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს.

"ტყუილია. ასეთი რამ არ გამიგია", - ასე უპასუხა კალაძემ გახარიას შესახებ ჟურნალისტების კითხვებს.

თუმცა როგორც „2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა გიორგი გახარია თანამდებობას 15 ივნისამდე დატოვებს.

სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მიმდინარე თვის დასაწყისში განხორციელდება და პრემიერ გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

“2020NEWS” ინფორმაციითვე, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დასრულებულია და სწორედ ლილუაშვილია ის საპრემიერო კანდიდატი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ პოლიტიკურ მარათონს გახსნის.

ინფორმირებული წყარო ასევე გვიყვება, რომ სამთავრობო ცვლილებები შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც, გარდა ძალოვანი უწყებების პირველი პირებისა.