ბათუმში, თურქეთის არალეგალი მოქალაქეების სახლის ჩხრეკისას, 4 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
ბათუმში, თურქეთის არალეგალი მოქალაქეების სახლის ჩხრეკისას, 4 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

A+ A-

13:34 03/06/2020

ბათუმში არალეგალურად გადმოსულ თურქეთის მოქალაქეებს გვიან ღამემდე კითხავდნენ. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ცნობით დაკავებული 9 პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დეტალებზე კი უფლებადამცველები არ საუბრობენ. მათი თქმით მოგვიანებით გაირკვევა ყველაფერი.

"საქმის მასალებს არ ვიცნობ. მასალებს კი რაზეც ვცნობ ინფორმაციას, მომაწერინეს ხელი რომ არ გავახმაურო ამის შესახებ. მოგვიანებით, რა იქნება და როგორ, რა რეჟიმი იქნება, ამის მიხედვით გადაწყდება საქმე. არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან მაქვს უფლება გავახმაურო ინფორმაცია. შესაბამისად, ობიექტურად მოკლებული ვარ ამ შესაძლებლობებს",-აცხადებს გიორგი ბერიძე.

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიება მათ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას ედავება.

შეგახსენებთ, ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ცხრა პირი გუშინ დააკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.