საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა 100 ლარით დაისჯება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა 100 ლარით დაისჯება

A+ A-

12:10 03/06/2020

პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა განისაზღვრა. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობის საგანია, ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, რომლის მეათედიც, საშემოსავლოს გამოკლებით, დაახლოებით 100 ლარამდეა.