ინფლაციის დონემ საქართველოში მაისში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა
ინფლაციის დონემ საქართველოში მაისში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა

A+ A-

11:55 03/06/2020

საქართველოში ინფლაციის დონემ 2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგიონა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა 3 სხვადასხვა ჯგუფზე ფასების ცვლილებამ გამოიწვია, ესენია: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, ჯანმრთელობის დაცვა და ტრანსპორტის ჯგუფი.