ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან მუშაობას განაახლებენ
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან მუშაობას განაახლებენ

A+ A-

11:02 03/06/2020

8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

„ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.