კორონავირუსით მსოფლიოს 31 ქვეყანაში 127 ჟურნალისტი დაიღუპა
კორონავირუსით მსოფლიოს 31 ქვეყანაში 127 ჟურნალისტი დაიღუპა

A+ A-

18:23 02/06/2020

ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყანაში კოვიდ-19-ით 123 ჟურნალისტი დაიღუპა.

საგანგაშო სტატისტიკას დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია Press Emblem Campaign აქვეყნებს. PEC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა 2/3 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა. მხოლოდ მაისში კორონავირუსით 72 ჟურნალისტი გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი რეპორტიორი კოვიდ-19-მა ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმსხვერპლა.