ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან
ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან

A+ A-

15:56 01/06/2020

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ ნეთანიაჰუ Twitter-ზე წერს.

ნათანიაჰუმ პოლიციას მიმართა და გამოძიების ჩატარება სთხოვა.

„რამდენიმე დღის წინ მივმართე პოლიციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით მუქარების გამო. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი საჩივარი დავწერე, მას შემდეგ რაც ერთი ადამიანი დამიკავშირდა და აღწერა, როგორ აპირებს ჩემი ოჯახის წევრებისა და ჩემს მოკვლას“, - წერს ნეთანიაჰუ.

მას არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იდგეს მუქარის უკან, თუმცა სთხოვა მედიას, დაგმონ მსგავსი შინაარსის შეტყობინებები.