2 თვეში ქართული წარმოების პირბადეებს აშშ-ი, ევროპასა და უკრაინაში გაიტანენ ექსპორტზე - თურნავა
2 თვეში ქართული წარმოების პირბადეებს აშშ-ი, ევროპასა და უკრაინაში გაიტანენ ექსპორტზე - თურნავა

A+ A-

10:33 28/05/2020

2 თვეში საქართველო პირბადეების ექსპორტიორ ქვეყნად იქცევა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მან დაასახელ ის ქვეყნებიც, სადაც ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არსებობს.

„ჩვენ მოვახერხეთ და უკვე 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს. იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, რომ გაიტანონ ექსპორტზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მოთხოვნა, ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 თვეში იმპორტიორიდან ექსპორტიორად ვიქეცით“, - განაცხადა მინისტრმა.