"მადლობა! დაგღალეთ! ბოდიში!" - ვინ კეკლუცობდა დღეს, პარლამენტში დეპუტატი კობერიძე თუ პრემიერი გახარია?
"მადლობა! დაგღალეთ! ბოდიში!" - ვინ კეკლუცობდა დღეს, პარლამენტში დეპუტატი კობერიძე თუ პრემიერი გახარია?

A+ A-

19:21 27/05/2020

„კეკულობის გამო, მე არაფერი გამიკეთებია, ეს თქვენ სვამთ კეკლუცობის გამო, უშინაარსო კითხვებს“, - ამ სიტყვებით მიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძეს.
პრემიერმა, კობერიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან და ამ უწყებასთან პრემიერს მჭიდრო კომუნიაცია აქვს.

ამასთანავე, გახარიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს და კონკრეტულად კი, მთავრობის გუნდს ეპიდემიოლოგიური პროგნოზი აქვს, რის მიხედვითაც მოხდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე კობერიძემ პრემიერს მიმართა კითხვით, აქვს თუ არა მთავრობას ეპიდემიოლოგიური პროგნოზი.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გახარიასადმი კითხვის დასმის დროს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს არ აქვთ კარგია კომუნიკაცია და ამასთანავე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის მოხსნა მართველი გუნდის პიარსვლაა.

„თქვენ და ქალბატონი ეკატერინე ერთმანეთში არ საუბრობთ? ქალბატონი ეკატერინე ამბობდა, რომ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით, სპეციალური გეგმა მუშავდებოდა, თუმცა დღეს გამოხვედით და საზოგადოებას ამცნეთ, რომ ტრანსპორტი აღდგებოდა, ეს იყო თქვენი პიარსვლა პარლამენტში მოსვლამდე. ისეთი ბედნიერები სხედხართ, მგონია, რომ გიხარიათ ის რაც ხდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

„არგუმენტები გაკლიათ და ამიტომ გადადიხართ სიბრაზეზე. მიპასუხეთ ამ კითხვაზე, რა უნდა გააკეთოთ ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისთვის“, - არ მოეშვა კობერიძე გახარიას და შემდეგი გამოსვლისთვის კითხვა გაატანა თან პრემიერს, რომელიც პარლამენტს ასე დაემშვიდობა რამდენიმესაათიანი გამოსვლის შემდეგ: „მადლობა! დაგღალეთ! ბოდიში! მომავალ შეხვედრამდე!“