ბათუმში, აქციაზე სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, აქციაზე სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

A+ A-

19:01 27/05/2020

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე რამდენიმე ადმაიანი დააკავეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა გზის გადაკეტვის საშუალება და ქუჩის მეორე მხარეს გადაადგილებისკენ მოუწოდა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის  აქცია დილიდან მიმდინარეობს.