თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო ტენდერი "ოცნების" მაჟორიტარ გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება
თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო ტენდერი "ოცნების" მაჟორიტარ გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება

A+ A-

20:41 23/05/2020

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში მეტროს რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ხმაური ატეხა. საქმე აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი რამდენიმე მილიონიანი დაფინანსების ათვისებისას გამოკვეთილი შესაძლო კორუფციული გარიგებების ნიშნებს ეხება.

კონკურსში მონაწილე კომპანიებს შორისაა ეი-ჯი გრუპი, რომელიც ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის ზედიზედ მესამე მოწვევის  (2008-2012-ში "ნაციონალური მოძრაობის", 2016-ში "ქართული ოცნების" მხრიდან) დეპუტატს, ასევე ბიზესმენ გოჩა ენუქიძეს უკავშირდება.

მისი შესაძლო კავშირი კომპანიასთან  იოლად იკვეთება. კერძოდ, კი ის, რომ ეი-ჯი გრუპის დირექტორი და წილის 100 პროცენტის მფლობელი ალექსანდრე ხუციშვილი წლების განმავლობაში იყო იბერია ავტოს დირექტორი, იმ კომპანიისა, რომელთანაც ენუქიძე თავისი ბიზნეს-ისტორიით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

კიდევ სხვა საკითხია, რომ არსებული ინფორმაციით, ენუქიძე თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახთან ნათელ-მირონითაც  კავშირშია. თბილისის მეტროს რეაბილიტაციის მსუყე კონკურსი, სავარაუდოდ, მერიის „ზედამხედველობის“ გარეშე ვერ ჩაივლის.

რაც შეეხება საკუთრივ ეი-ჯი გრუპის საქმიანობის სპეციფიკას, რამდენადაც ცნობილია, ის სულ ავტომობილებით ვაჭრობით იყო დაკავებული და ელექტროკაბელებთან და სავენტილაციო სამუშაოებთან შეხება არ ჰქონია.  

აზიის განვითრების ბანკს კი 15 მილიონი დოლარი თბილისის მეტროში 450 კილომეტრის ძალოვანი ელექტროკაბელისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის სამუშაობისთვის აქვს გამოყოფილი. ამ სამუშაოების წარმოებისას მთავარი კონტრაქტორი თურქული, ერთობლივი საწარმო დოგუს-ელსიტელია, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერით შეარჩია.

 

წყარო: commersant.ge