კარაჩისთან მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი ემსხვერპლა
კარაჩისთან მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

16:46 22/05/2020

პაკისტანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟი და ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ს კარაჩის მერმა, ვასიმ ახტარმა განუცხადა.

ახტარის განცხადებით, თვითმფრინავმა სულ მცირე 5 სახლი გაანადგურა, ამიტომ შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

ავიაკომოანია Pakistan International Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ლაინერი ქალაქ კაჰირიდან შიდა რეისს არსულებდა და კარაჩის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.