საქართველოში პანდემია დამარცხებული არ არის - გიორგი გახარია
საქართველოში პანდემია დამარცხებული არ არის - გიორგი გახარია

A+ A-

11:19 22/05/2020

საქართველოში პანდემია დამარცხებული არ არის - გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, არ უნდა ჩაითვალოს, რომ ქვეყანაში პანდემია დამარცხებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მიმართულებით "2 ფრონტზე" ბრძოლა მოუწევს სახელმწიფოს.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული. პანდემიის მიმართულებით 2 ფრონტზე ბრძოლა მოგვიწევს. პირველ რიგში ეს არის და რჩება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში 21 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს 22 მაისს მოიხსნება.