ჟირინოვსკი ლენინის მუმიის გაყიდვას ითხოვს
ჟირინოვსკი ლენინის მუმიის გაყიდვას ითხოვს

A+ A-

11:11 22/05/2020

რუსეთის პარტია რლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი ვლადიმირ ლენინის მუმიის გაყიდვის წინადადებით გამოვიდა, რომლის შედეგად, ჟირინოვსკის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში სოლიდური თანხა შევა.

ამის შესახებ ჟირინოვსკიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

​პოლიტიკოსს შესაბამისი აზრი მას შემდეგ დაებადა, რაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში ბიზნესმენმა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას” ნახატის გაყიდვა გადაწყვიტა.

„საფრანგეთში ბიზნესმენს “ჯოკონდას” გაყიდვა უნდა. ჩვენ ლენინის მუმიის გაყიდვა შეგვიძლია. მყიდველები მოიძებნება: ჩინეთი, ვიეტნამი ან სხვა რომელიმე კომუნისტი. მუმიის გაყიდვიდან ბიუჯეტი დიდ ფულს მიიღებდა. ლენინი კარგ მდგომარეობაშია, სულ რაღაც, 96 წლის წინ გახადეს მუმიად”, – წერს ჟირინოვსკი.