ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა
ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა

A+ A-

22:50 21/05/2020

ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა. შემთხვევა სოფელ შუაამაღლებაში მოხდა. 29 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა მამამ დანით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო. ადგილი ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით მამა, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია.

"imedinews"