ეკონომიკა გაჩერებულია და არ გაჩერებულა ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი - თინა ბოკუჩავა
ეკონომიკა გაჩერებულია და არ გაჩერებულა ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი - თინა ბოკუჩავა

A+ A-

14:17 21/05/2020

კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა და ძალიან დაგვიანებით. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება.

ამ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე იღებს უფლებას ქვეყანაში ნებისმიერი სახის ამკრძალავი ღონისძიებები გაატაროს, რისი წინააღმდეგიც ოპოზიციაა.

ბოკუჩავას განმარტებით, რეაგირება ძალიან უსამართლოდ და შერჩევით ხდება, ვინაიდან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული კომპანიები შექმნილი ვითარებით სარგებლობენ.

„ე.წ ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან კარგად გამოხატავს მთლიანად იმას, თუ რაც არის თქვენი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა.

ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, რაც ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული კასტისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ დატყობია აღნიშნული ეპიდემია.

პირიქით, ძალიან ბევრმა კომპანიამ, რომელიცქართულ ოცნებასთანაადაკავშირებული, ისარგებლა ამ მძიმე სიტუაციიდან და სარგებელი ნახა, ბიზნეს ინტერესების გაფართოების საშუალება ნახა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს მაშინ, როდესაც გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არისქართულ ოცნებასთანდაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესები და მათი კომპანიების საქმიანობა, გაჩერებული არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხეები და გაჩერებული არ არის ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანებს კილომეტრებით სიარული უწევდათ იმისთვის, რომ პური ეყიდათ, კრიმინალი ოთარ ფარცხალაძე, უკანონოდ გადაადგილდებოდა, რაც რეალურად გამოხატავს „ქართული ონებისა“ და ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას.

„ჩვენ, ოპოზიციამ შემოგთავაზეთ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი, რაც შეეძლო ხელისუფლებას, რომ გადაედგა. ვითხოვდით კომუნალურ ვაუჩერებს. ხელისუფლებამ ეს გააკეთა, მაგრამ აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით საშემოსავლო გადასახადის განახევრებას, მაგრამ აქაც დღეს ვხედავთ, ბატონ გიორგის მიერ წარმოდგენილი კანონით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ექვსი თვით აკეთებს ამას და მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე, აქაც ძლაიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით.

ჩვენ ვითხოვდით, რომ მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება კიდევ სამი თვით, დღეს ვნახეთ გახარიამ დაანონსა, რომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის ვალდებულების გადავადება, აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ეს არის რეალურად ის პასუხი, რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმ სახსრების საფუძველზე, რომელიც საქართველოს გამოუყო საერთაშორისო ინსტიტუციებმა და რომელიც უნდა განაწილდეს, არა პოლიტიკური პრეფერენციების, არამედ საჭიროების მიხედვით.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით ისევე, როგორც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანებს კილომეტრებით სიარული უწევდათ იმისთვის, რომ პური ეყიდათ, რადგან საავტომობილო გადაადგილების შეზრუდვები არსებობდა, მაგრამ ამ დროს რუსთაველზე, თქვენი ხელისუფლების სახე - ოთარ ფარცხალაძე, კრიმინალი, დაბურულშუშებიანი შავი ჯიპით უკანონოდ გადაადგილდებოდა. აი, ეს არის რეალურად ე.წ ანტიკრიზისული გეგმა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.