სამართლიანი სასამართლოს გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს საქართველოში არ ჩადებენ - კელი დეგნანი
სამართლიანი სასამართლოს გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს საქართველოში არ ჩადებენ - კელი დეგნანი

A+ A-

18:07 20/05/2020

სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის შემთხვევაში ინვესტორები საკუთარ ფულს საქართველოში არ ჩადებენ. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

დეგნანის თქმითვე, იგი ისურვებდა, რომ საქართველოში უფრო მეტი ამერიკული კომპანია დებდეს ინვესტიციებს თუმცა ამისათვის მთავარი პირობა სწორედ, რომ სამართლიანი სასამართლოს არსებობაა.

„ვისურვებდით რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია დებდეს ინვესტიციას საქართველოში და უფრო მეტი ქართული - ამერიკაში. კოვიდის პირობებში მნიშვნელოვანია ტვირთის ნაკადის შენარჩუნება. ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც აჩვენებს, რომ ამ რეგიონში არსებობს მოთხოვნაც და შესაძლებლობაც. მაგრამ ფუნდამენტური რამ არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩამოდიან ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემაა და სადაც დავები სამართლიანად გადაწყდება. ამის გარეშე ინვესტორები საკუთარ ფულს სხვაგან წაიღებენ", - განაცხადა დეგნანმა