ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს - სუსი
ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს - სუსი

A+ A-

14:34 20/05/2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას," - აცხადებენ სუს-ში.