თბილისში 100 ახალი ავტობუსი შემოვა - კახა კალაძე
თბილისში 100 ახალი ავტობუსი შემოვა - კახა კალაძე

A+ A-

12:17 20/05/2020

თბილისში, მალე 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა მოხდება. ასევე იგეგმება 200 ერთეულამდე 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ავტობუსებბის შესყიდვები დაწყებული გვაქვს. ახლა 100 ერთეულ 12 მეტრიან ავტობუსს ველოდებით, რომელიც უკვე ძალიან მალე შემოვა. გარდა ამისა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ და შემდეგი იქნება უკვე 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა. დაახლეობით, 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის ყიდვა მოგვიწევს.

ამ ყველაფრით ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას“, - განაცხადა კალაძემ.