ჩვენ არ ვიწყებთ ისეთ საქმეს, რომელსაც გამარჯვებით არ დავასრულებთ - ბადრი ჯაფარიძე
ჩვენ არ ვიწყებთ ისეთ საქმეს, რომელსაც გამარჯვებით არ დავასრულებთ - ბადრი ჯაფარიძე

A+ A-

22:14 19/05/2020

"ხელისუფლება დამარცხებულია. მას ძალიან შეზღუდული მხარდაჭერა აქვს და ამას ოქტომბერში სჭირდება გაფორმება", - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“.

მისივე თქმით, ამომრჩევლების უმეტესობა მხარს უჭერს ოპოზიციას. "საერთოდ, ჩვენ არ ვიწყებთ ისეთ საქმეს, რომელსაც გამარჯვებით არ დავასრულებთ.

ყველა გამოკითხვა, რომელიც ადრე ჩატარდა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.