პოლიციამ ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში "მეტადონის" 10 აბი და 5 აბის ნატეხები აღმოაჩინა
პოლიციამ ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში "მეტადონის" 10 აბი და 5 აბის ნატეხები აღმოაჩინა

A+ A-

12:17 19/05/2020

ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახსნილ ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში მყოფ პირს, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები აღმოუჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.