პაკისტანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 2 მოზარდი გოგონა შეეწირა
პაკისტანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 2 მოზარდი გოგონა შეეწირა

A+ A-

16:18 17/05/2020

პაკისტანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 2 მოზარდი გოგო შეეწირა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მოხდა, ამის მიზეზი კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი.

ვიდეო თითქმის 1 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამის შემდეგ ნათესავებმა რგოლში ნაჩვენები 16 და 18 წლის გოგოები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ადგილზე პოლიცია მუშაობს. სამართალდამცველების თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტი ვიდეოს დარჩენილი 2 მონაწილეს უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

Human Rights Watch-ის ცნობით, გოგოების და ქალების წინააღმდეგ ძალადობა პაკისტანში სერიოზულ პრობლემად რჩება. აქტივისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ე.წ. ღირსების მკვლელობებს ათასადმე ქალი ეწირება.

"იმედი"