მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

A+ A-

21:45 16/05/2020

კიევი: რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. 

ინფორმაციას ტელეგრამ-არხი "Темный рыцарь" ავრცელებს.

თუმცა, თავად ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ეს ინფორმაცია აქამდე არ დაუდასტურებია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში, დღეს ელჩებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, შეხვედრაში ვიდეოჩართვით მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა.

სააკაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მალე დაიწყება კონსულტაციები უკრაინის ბიზნეს-ასოციაციებთან და მომზადდება უკრაინის ეროვნული რეფორმების პაკეტი, რომელიც დასამტკიცებლად ქვეყნის მეთაურს, ვლადიმერ ზელენსკის წარედგინება.