"Facebook"-მა "კოვიდ 19"-ის შესახებ 50 მილიონი ყალბი პოსტი წაშალა
"Facebook"-მა "კოვიდ 19"-ის შესახებ 50 მილიონი ყალბი პოსტი წაშალა

A+ A-

11:25 13/05/2020

"Facebook"-მა ერთ თვეში, "კოვიდ 19"-ის შესახებ 50 მილიონი ყალბი პოსტი წაშალა. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც იუწყებიან, კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს ფეისბუქზე სპეციალური ნიშანი აქვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ყალბი პოსტების მონიშვნის ტექნიკა ეფექტურია, რადგან მოქალაქეების 95% მონიშნულ ჩანაწერებს აღარ ხსნის.

ფეისბუქში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ წაშალა „ასობით ათასი პოსტი“, რომელთაც მომხმარებლებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება შეეძლოთ. საუბარია მაგალითად ისეთ პოსტებზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ „კორონავირუსის განკურნება მათეთრებლით არის შესაძლებელი“.

აპრილის თვეში ფეისბუქმა წაშალა ჩანაწერები, რომლებიც კარანტინის საწინააღმდეგო აქციების გამართვის მოწოდებებს შეიცავდა.